2024-10-01 13:00:19
მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გადაიბარა.

ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მარკ რუტე პირველ პრესკონფერენციას გამართავს, გეგმებზე და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებს.

17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება.

ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაშია დაგეგმილი. მარკ რუტე ნიდერლანდების ოთხ კოალიციურ მთავრობას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე