2024-09-30 14:09:50
ნახეთ, ივანიშვილს რა უქნეს, ადამიანი გაძარცვეს! რატომ უნდა ვენდო?! - კალაძე კითხვაზე: რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში
ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს - ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში.
,,ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ - არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები