2024-09-27 17:52:36
მსახიობი მეგი სმიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედიასთან მისი ოჯახი ადასტურებს. მისი შვილები წერენ, რომ მსახიობი, კლინიკაში, დღეს დილით, ოჯახისა და მეგობრების წრეში გარდაიცვალა.

მეგი სმიტი "ჰარი პოტერის" ფილმებში პროფესორი მაკგონაგელის როლს ასრულებდა. მაყურებელი მას სერიალ Dontown Abbey-დანაც იცნობს. 

ამავე თემაზე