2024-09-27 16:27:41
არ ვიცი, ბრეჟნევს რა იდეოლოგია აქვს, ეტყობა, თქვენ კარგად იცნობდით მის იდეოლოგიას, რადგან ეძიებით და იცით, რა იყო მისი იდეოლოგია, მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი - კალაძე

არ ვიცი, ბრეჟნევს რა იდეოლოგია აქვს, ეტყობა, თქვენ კარგად იცნობდით მის იდეოლოგიას, რადგან ეძიებით და იცით, რა იყო მისი იდეოლოგია, მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “საარჩევნო ბანერები, რომელიც თბილისში გამოჩნდა საბჭოთა კავშირში, წინასაარჩევნო პერიოდში ბრეჟნევის იდეოლოგიით იყო შექმნილი, კომუნისტური პარტიის და “ქართულ ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთს რატომ ჰგავს”. 

„რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, ეს არის სამწუხარო რეალობა, მხედველობაში ომი მაქვს, რომელიც უკრაინაში ხდება. ეს შედეგები უმძიმესია, რა შედეგებიც ომს მოაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს წარმოდგენილია რადიკალური პოლიტიკური პარტიები - ოპოზიციის სახით და არასამთავრობო ორგანიზაციები (თუმცა ესენი ყველა ერთნი არიან), რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ “მესიჯებს”, რომ „გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო”, მაშინ როდესაც ჩვენ სანქციებს არ შეუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო “მესიჯი” გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სჭირდება შეხსენება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. რას ვირჩევთ ჩვენ? - ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს, სოფლებს, დაღუპულ, დაჩეხილ მოსახლეობას, თუ ვირჩევთ - მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ. 

ამავე თემაზე