2024-09-25 19:20:26
გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს," - განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე