2024-09-25 17:57:37
აშშ-ის სენატში ქართველი ხალხის აქტის შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში დაგეგმილი "ქართველი ხალხის აქტის" შესახებ მოსმენა გადაიდო. ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი. 

"ქართველი ხალხის აქტის" შესახებ მოსმენა და შიდა საკომიტეტო კენჭისყრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეისთვის, 25 სექტემბრისთვის იყო ჩანიშნული. 

კენჭისყრაზე კომიტეტის წევრმა სენატორებმა უნდა გადაწყვიტონ, გადასცენ თუ არა კანონპროექტი სენატს სრული განხილვისა და გენერალური კენჭისყრისთვის.

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი - "ქართველი ხალხის აქტი" სენატში 24 მაისს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე. 

ამავე თემაზე