2024-09-04 14:51:20
ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს - მდინარაძე 

არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, ხოლო მათი სისუსტე, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, შეიძლება, პროვოკაციებში აისახოს.

„ეს ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია, მოვუწოდო თითოეულ მათგანს, ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს. უარი თქვან დავალებების შესრულებაზე. თავიანთი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არათუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე