2024-08-02 10:16:48
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს - უკრაინული მედია
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი Deep Stat ავრცელეს.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში, დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასთან და ჟელანოესთან.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, ყველაზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები