
ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება.
„ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინისთვის არსებით პაკეტზე შეთანხმდებიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და ის ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ შეთანხმებებს და მუშაობას გაღრმავებულ სამხედრო თავსებადობაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეს ელემენტი „ქმნის ხიდს ნატო-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინისთვის ძალიან ძლიერ პაკეტს სამიტზე“. „უკრაინა უახლოვდება ნატო-ს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.