2024-07-05 15:00:55
"ძალიან ვწუხვარ" - სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზმა რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მიიღო.

„პატივცემულ რიში სუნაკს დღეს დილით მეფესთან აუდიენცია ჰქონდა და პრემიერ-მინისტრის და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებით მიმართა, რაც მისმა უდიდებულესობამ დიდი სიამოვნებით მიიღო“, - აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის ინფორმაციაში.

"ქვეყანას, პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ მკაფიო სიგნალი გაუშვით, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, და მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა სუნაკმა დაუნინგ სტრიტზე ბრიფინგის დროს.

4 ივლისის ვადამდელ არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯა, რის შედეგადაც კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.  

 

ამავე თემაზე