2024-07-04 19:37:39
უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებმდე და მკაფიო შეთანხმების მიღწევამდე შეუძებელია. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არ შეიძლება დავუშვათ, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლის შეწყვეტა გამოიყენოს გადაიარაღებისთვის, დაასრულოს ჯარის შევსება იძულებითი მობილიზაციით", - თქვა პუტინმა.

მისი განცხადებით, ზავის მისაღწევად უკრაინამ უნდა გადადგას „ნაბიჯები, რომლებიც შეუქცევადი და მისაღები იქნება რუსეთისთვის". 

ივნისის შუა რიცხვებში ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუ რამდენიმე პირობა დაკმაყოფილდება. მათ შორის: უკრაინამ უნდა დაიწყოს ჯარების სრული გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიიდან და ასევე ოფიციალურად გამოაცხადოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარი.   

 

ამავე თემაზე