2024-06-10 18:21:41
ოპოზიცია და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის - სომხეთის პარლამენტის სპიკერი

სომხეთის ოპოზიცია და რუსეთი ერთობლივად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.

„ღირდა ამ ომის დაშვება? ნუთუ რუსეთი იმდენად სუსტი იყო 2020 წელს, რომ მათ საშუალება მისცა, შემოსულიყვნენ და ჩვენი შვილები დაეხოცათ? მართლა არ იყო კასპიის ზღვაში არცერთი გემი, რომელიც აზერბაიჯანს მიუახლოვდებოდა? რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მთელი ომის განმავლობაში გულუბრყვილო ბავშვებივით გვქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც შევაჩერებდით. იყო ფასი, რომელიც სომხებს უნდა გადაეხადათ, რადგან სომხებმა აირჩიეს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზა და ამისთვის სომხები უნდა დაესაჯათ“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.

ამავე თემაზე