2024-06-07 18:35:17
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ კომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ გაავრცელა.

"მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების საკითხი დღეს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში იყო. კომისიის მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახის განახლება წევრ ქვეყნებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი შესრულებულია ორი ქვეყნის მიერ. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია", - აცხადებს პიზონერო.

ცნობილია, რომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად შემდეგი პირობები სახელდებოდა: ანტიკორუფციული რეფორმების გატარება, შეზღუდვები პოლიტიკურ ლობირებაზე, თანამდებობის პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციის წესები და ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროგრესის პოზიტიური შეფასებისთვის.

"ევროკომისიის გამოცხადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემატურ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და შეასრულა რეფორმის ოთხივე დამატებითი ნაბიჯი. ახლა ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს - დაიწყებენ ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ამ თვეში", - თქვა უკრაინის პრემიერმა.  

 

ამავე თემაზე