2024-06-07 18:08:13
ბაიდენმა დახმარების პაკეტის შეფერხებით დამტკიცებისთვის ზელენსკის ბოდიში მოუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან ჩვენ გვქონდა პრობლემა კანონპროექტის მიღებაზე, რაზეც პრობლემა კონსერვატიულმა წევრებმა შეგვიქმნეს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე.

ამავე შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალი, 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, დახმარების ახალ პაკეტში - HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შევა.   

ამავე თემაზე