2024-05-15 19:57:01
აშშ არ ახალისებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის დახმარების ერთგული რჩება, თუმცა არ ახალისებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ წაგვიხალისებია და არ დაგვიშვია თავდასხმები უკრაინის ფარგლებს გარეთ, მაგრამ საბოლოოდ უკრაინამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს ამ ომს - ომს, რომელსაც ის აწარმოებს თავისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ აღჭურვილობით, რომელიც მას სჭირდება წარმატებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამავე თემაზე