2024-04-17 16:03:04
კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსულ გავლენას არ უნდა დავუკავშიროთ და მას პრორუსული არ უნდა ვუწოდოთ.

"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ ალბათ, პირველმა შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც მოიფიქრეს FARA-ს კანონი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც არაა ეს რუსული, ეს პრაქტიკაა მრავალ სახელმწიფოში, რათა თავი დაიცვან გარე გავლენისგან, უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე", - თქვა პესკოვმა.

ამავე თემაზე