2024-04-12 19:19:32
მან გააყალბა წინადადება, იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერის ჩართვა თარჯიმნად - კობახიძე   

მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო - აცხადებს პრემიერი კობახიძე გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას და თარჯიმანს თარგმანის გაყალბებაში ადანაშაულებს: 

,,მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,"- ამბობს კობახიძე.  

ამავე თემაზე