2024-03-29 18:18:32
საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, - წერს ზელენსკი.  

ამავე თემაზე