2024-02-16 17:24:19
სიმამაცისთვის ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა - შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა.
,,ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას შევხვდი ბერლინში, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა, ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. მას, ვინც აკრიტიკებს, ვინც იცავს დემოკრატიას, უნდა ეშინოდეს საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების, ამიტომ ვართ შეძრწუნებულები. ჩვენი ფიქრები მის ცოლთანაა, შვილებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. ეს ნიშანია, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ის დიდი ხანია, რაც ჩამოშორდა დემოკრატიას, ეს დიდი ხანია, რაც არ არის დემოკრატია", - წერს შოლცი.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები