2024-02-16 13:04:33
ჰობის როლი სტრესის შესამცირებლად

პიროვნება  სტრესის დაძლევის მიზნით სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს.მათ შორის,ზოგიერთი ჯანსაღია,ზოგი არასწორი და ნაწილი, კი ცხოვრებისეული  გამოცდილებით მოსული.  ჰობი  სტრესის შესამცირებლად,ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე  ხალხი ფიქრობს.

ჰობი  სიამოვნებისთვის იქმნება  -აუცილებლობის და იძულების გარეშე. რაც მთავარია,ის აწმყო მომენტთან გვაკავშირებს და მისი უპირატესობა   შემოქმედებითი აზროვნების სტიმულაციაა.საქმის შერჩევა და პროცესი,  არასტანდარტულ გადაწყვეტილების მიღებაში  გვეხმარება და შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.ყურადღებას ვამახვილებთ,  საქმესა და ტკბობაზე,დროებით ვივიწყებთ დანარჩენს.ეს პროცესი, სტრესის და შფოთვის დაძლევას ამარტივებს.ახალი ინტერესი და სქილი ,ხელს უწყობს პიროვნულ და კარიერულ ზრდას. უახლესი კვლევის მიხედვით, 20 წუთიანი საქმეც  კი  ,  სტრესის დონეს საგრძნობლად ცვლის.

ჰობის შერჩევა პიროვნებას,ყურადღების  კონცენტრაციას უმარტივებს.  იდენტიფიკაციის განცდა ჩნდება.  ამ პროცესს,ამასთანავე მიღწევის განცდაც ახლავს და ექსპრესია(გრძნობის გამოხატვა) მატულობს.ექსპრესია,კი  ემოციისთვის აუცილებელია. სენსორული  ჰობი- ხატვა, ხელოსნობა,ძერწვა,ქანდაკება და ა.შ.ემოციის გამოხატვას უწყობს ხელს..თუმცა მკვლევარები უპირატესობას ბუნებასთან კავშირს ანიჭებენ,  ეფექტური კოგნიტური ბენეფიტის გამო.  მაგ.ლაშქრობა,კლდეზე  ცოცვა,,ველოსიპედით ვარჯიში. ცოდნის შეძენა,ახალი უნარების,ენის სწავლა-გუნებ განწყობას ამაღლებს.სწავლის  ეპიზოდი, კი თავის ტვინში ახალი კავშირებს ქმნის. 

 ჰობი თვითზრუნვის ნაწილია,რადგან პიროვნება ამ დროს პრობლემას და წუხილს ივიწყებს.. მას ასეთი განცდა მოაქვს,თითქოს შენთვის ხარ და კარგად გაფასებენ. ეს ყოველივე,  კი თვითშეფასებასა და  თვითდაკვირვებაზე დადებითად აისახება. ემოციური ცვლილებები,კი სტრესის შემცირების სტრატეგიაა. რაიმეს შექმნას-დასრულების განცდა ახლავს. როდესაც პიროვნება რაღაცას ქმნის, დასრულებულობის განცდა ეუფლება.

თეონა გომართელი

ექიმი-ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი

კონსულტაციაზე ჩასაწერად 032 288 09 09

ამავე თემაზე