როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის -- ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადების კომენტირებიოსას ისაუბრა. აქუბარდიას თქმით, პრობლემაა, როცა ხელისუფლება დუმს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა და ანექსიური პროცესები აფხაზეთში.
,,ბუნებრივია, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოგვიკლა თამაზ გინტური, ანექსიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, "ქართული ოცნება" კი საერთოდ არ იმჩნევს ამ ყველაფერს. ამ მოცემულობაში, როცა გავრილოვის მასპინძელი ბატონი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის. აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ პრობლემა იმაშია, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის, არამედ საქართველოს ეროვნული მთლიანობის, სუვერენიტიტეტის და ეროვნული ინტერესის განხორციელების ჭრილში, აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის,"- განაცხადა აქუბარდიამ.