2024-02-12 16:21:24
კარგი შედეგები გვაქვს, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებულები ვართ - მდინარაძე 

კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებულები ვართ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

,,ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებულები ვართ. ჩვენ შეგვიძლია, რომ სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე, იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს დინამიკაში ბრძოლამ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მეთოდები, სახლებში შევარდნები და სატელევიზიო შოუებად წარმოჩინებული - არა. პირიქით, დინამიურად, სწორი მოქმედებით შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიოს ქვეყნების ათეულში", - თქვა მდინარაძემ.  

ამავე თემაზე