2024-02-09 17:50:22
სააკაშვილი პატიმრობაშია და შეიძლება, იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს - პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ - მანჯგალაძე 

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება, იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს, დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„2020 წელს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შესულა, შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა „ქართულ ოცნების“ მხრიდან გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია მასთან გვაქვს, მან რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება იქიდან ვითარება სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე