2024-02-09 17:05:36
2-3 დღე დამჭირდება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი. მათ შორის, საკადრო საკითხებში - კობახიძე

როგორც დაგპირდით, 2-3 დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ ყველაფერთან დაკავშირებით, მანამდე დაგვჭირდება გარკვეული კონსულტაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეიცვლებიან თუ არა ყოფილი პრემიერის მრჩევლები.

„2-3 დღე დამჭირდება, როგორც დაგპირდით. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ ყველაფერთან დაკავშირებით, მანამდე დაგვჭირდება გარკვეული კონსულტაციები. ამისთვის, ეს რამდენიმე დღეც იქნება საკმაოდ დატვირთული. მინდა, რომ უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან, სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება. ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი. მათ შორის, საკადრო საკითხებში და ორშაბათს სრულ ინფორმაციას გაგიზიარებთ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე