2023-11-27 17:05:54
რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს - ლავროვი

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას მეორე ცივი ომი არ უნდა ეწოდოს, რადგან ფუნდამენტური განსხვავება იყო კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების სურვილი, გაენადგურებინათ საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და გამოეყენებინათ უკრაინა რუსეთთან ღია კონფრონტაციისთვის.

ამავე თემაზე