2023-11-21 16:59:59
ისრაელი -"ჰამასის" ომში, სულ მცირე, 50 ჟურნალისტი დაიღუპა -  CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემებით, ისრაელ -"ჰამასის" ომს სულ მცირე, 50 ჟურნალისტი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 45 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 18 ჟურნალისტი.

"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ," - განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

ამავე თემაზე