2023-11-21 15:58:02
ორი წელი სიმულიანტობდა - მის მხარდამჭერებს შორისაც შეელახა რეპუტაცია - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა. მისი თქმით ყოფილი პრეზიდენტი ორი წელი სიმულიანტობდა.
„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები