2023-11-21 14:52:00
გასაკვირი არაფერი იქნება, თუ შეიწყალებს, ზურაბიშვილს სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ მეხუთე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.
,,გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში [სალომე ზურაბიშვილს] მოუწევს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომ იმ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, კი ბატონო, თუმცა გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა მდინარაძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები