
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოფელ კირბალში ლევან დოთიაშვილს შეხვდა. ლევან იოსელიანმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მისი ერთადერთი მოწმისგან მიიღო ინფორმაცია.
"კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე ბატონი თამაზის ოჯახს. შევხვდი მის შვილს, შევხვდი ლევანს [დოთიაშვილს] და კიდევ ერთხელ დავინტერესდი იმ გარემოებებით, რაც ბატონ თამაზის მკვლელობას ეხება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ჩართულნი არიან როგორც საგამოძიებო უწყებები, ის ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები, მათ შორის ფსიქო რეაბილიტაციის კუთხით თუ სჭირდება და თუ ჰქონდა შეთავაზება. ასევე დავინტერესდი უსაფრთხოების გარემოთი ამ სოფელში", - განაცხადა იოსელიანმა.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

