2023-11-20 19:55:00
მე ბუა არ ვარ... - წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი ზურაბიშვილის ნამუსზე აგდებას "ბუას ძახილით" ცდილობს. 

,,გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ. რაც შეეხება მის მოსაზრებებს, რომ ციხიდან უნდა შექმნას პოლიტსაბჭო, უნდა შექმნას პოლიტიკური დოკუმენტები და იბრძოლოს, ამას საკმაოდ მარტივად ვუყურებ – პატიმარმა თავისი დრო უნდა გაიყვანოს და თუკი ის ამას აკეთებს დროის გასაყვანად, ვინაიდან უწევს სასჯელის მოხდა, ნებისმიერი მშვიდობიანი მეთოდით შექმნას მანიფესტები, წაიკითხოს წიგნები, დაწეროს პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, ხაბეიშვილს ასწავლოს რამე, თუ ამის პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, დრო უნდა გაიყვანოს ყველა პატიმარმა, ამიტომ მე მას ვუსურვებ, რომ დრო გაიყვანოს ნაყოფიერად და შინაარსიანად, რადგან ყველა ადამიანი, ვისაც ადევს ბორკილები, ჩვენთვის არის თანასწორი და მათი უფლებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცულია" - განაცხადა წულუკიანმა.   

ამავე თემაზე