
ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, ამას არც ინანიებს და კიდევე ერთხელ საუბრობს და ცდილობს, მედიაზე თავდასხმა გაამართლოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს ყველაფერი, ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, ამას არც ინანიებს და კიდევე ერთხელ საუბრობს და ცდილობს, მედიაზე თავდასხმა გაამართლოს. რა თქმა უნდა, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუკი ამას რომელიმე ადამიანი ცდილობს, რომ გაამართლოს, რა თქმა უნდა, მას დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

