2023-11-20 17:39:26
გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება და ხალხის დახოცვა - მდინარაძე ენმ-ზე

გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება და ხალხის დახოცვა - განაცხადა ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
,,ისინი წლებია უკვე, შეიძლება ითქვას ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო, გაერთიანებული საზოგადოება, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, რომ ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ. გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება და ხალხის დახოცვა. საბედნიეროდ, მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ უფრო მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთს" - თქვა მდინარაძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები