2023-11-20 15:31:51
სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ საკუთარი ფანტაზიები გაშალოს - მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. კობახიძე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი, პრემიერ-მინისტრობისთვის.
„არ ვიცი, ზოგადად სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, რომ საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ, რა თანამდებობაზე განიხილება, როდესაც არის შესაბამისი დრო, საზოგადოებას სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები