2023-11-20 15:13:53
ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და კაცი მოგვიკლეს - კობახიძე 

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ და საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, გააცოცხლეს.

კობახიძე დავით ქაცარავას ამ განცხადებას "პროვოკაციას" უწოდებს და მოუწოდებს "ქაცარავას, სხვა ნაციონალებს, რომ პროვოკაციებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი". 

"ქაცარავას და სხვა ნაციონალებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, გინტური. არ შეიძლება. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა ნაციონალებმა, ეს არის ჩემო მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, ნაციონალებმა შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ, არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავთან თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. 

ამავე თემაზე