2023-11-20 14:54:14
„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება - კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს კინკლაობა გრძელდება პარტიის შიგნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

„ამის გამოსწორების რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს. ეს კინკლაობა გაგრძელდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე