2023-11-17 15:57:50
პესკოვის თქმით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი "ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პუტინია"

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.
ტელეკომპანია "МГИМО 360"-თან ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს "ასეთივე" როგორიც ვლადიმირ პუტინი, დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს კი უპასუხა - "ან სხვა, მაგრამ ასეთივე".
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები