
სამედიცინო ცენტრ ინოვას და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით 4-5 ნოემბერს კლინიკა ინოვაში ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია სახელწოდებით „მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ენდოკრინოლოგიური ქირურგიული გამოწვევები „ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამედიცინო ცენტრ ინოვას ექიმები ისე სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკებიდან .
სამედიცინო ცენტრი ინოვა წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დარგობრივი კონფერენციების ორგანიზება. კონფერენციაზე განხილული იქნება საინტერესო კლინიკური შემთხვევები, შესრულებული ქირურგიული ოპერაციები, ახალი თერაპიული და კლინიკური სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა მომავლის მედიცინაში.
მისამართი ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, 6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.).
საკონტაქტო პირი : ტატიანა გვენეტაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ : 599560342

