2023-09-28 18:11:00
NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს

NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს, - ამის შესახებ კიევში ჩასვლის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, „NATO-მ და უკრაინამ გააფორმეს ორმხრივი კონტრაქტები ძირითადი ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე“.

ცნობილი ხდება, რომ ალიანსისგან უკრაინას გადაეცემა 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სატანკო 120/105მმ-იანი ჭურვები.

ამავე თემაზე