2023-09-28 17:53:46
ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს საქმეს – სარჯველაძე

ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

'გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია,თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში... როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია...ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს", - თქვა სარჯველაძემ. 

ამავე თემაზე