2023-09-28 17:32:36
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6832 ლარი ეღირება, ევრო – 2.8270 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2719 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი ღირდა, ევრო – 2.8259 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2522 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 სექტემბერს ამოქმედდება.

ამავე თემაზე