2023-09-19 14:37:56
პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება – „როიტერი“

ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ოქტომბერში ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საფუძვლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრისას.

ამასთან, პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან კავშირების განვითარება სურს.

„რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობების პროგრესული განვითარებისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული“,- განაცხადა პატრუშევმა.

ამავე თემაზე