2023-09-19 11:04:00
მოხარული ვარ, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური სრულფასოვნად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს – ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ჩვენს ურთულეს დროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, განამტკიცოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამგვარად, უზრუნველყოთ საქართველოს შემდგომი წინსვლა. მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი ძალისხმევისთვის, თქვენი პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე