2023-09-19 10:35:48
ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში უახლოეს კვირებში გაიმართება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში გაიმართება. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, მინისტრთა შეხვედრის ერთ-ერთი პუნქტია მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის წინაშე რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის კონტექსტში.
„წარვადგინე რამდენიმე წინადადება, რომელთა განხილვასაც მინისტრები გააგრძელებენ, ასევე იმ შეხვედრის მომზადებისთვის, რომელიც გაიმართება კიევში უახლოეს კვირებში“, – აღნიშნა ბორელმა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები