
ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს აგენტი... მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
"ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძე] მემგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფ-ეს-ბეს თუ კა-გე-ბეს, ერთიდაიგივეა, აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში,რომლებიც უნდა ამას იძიებდეს და პასუხისმგებლობა მათზე არის და მე მოვითხოვ აქ, თქვენს წინაშე სწორედ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს. დეტალურად, დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, ეს არის მოთხოვნა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
