2023-09-18 18:01:15
საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი ღია კარის პოლიტიკაზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება – ვარგა ჯუდიტი

საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი ღია კარის პოლიტიკაზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება – უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვარგა ჯუდიტი აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია.

„უნგრეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეობას ჩავიბარებთ მომავალ წლის ივლისში. ევროკავშირის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ეს ეხება უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთს და აუცილებლად საქართველოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი ღია კარის პოლიტიკაზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება. ეს არის არამარტო ამ ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ინტერესებში და კავშირშია ორგანიზაციის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების თემებთან. ამიტომ ჩვენ თანაბარი პრინციპით მიდგომაზე ვამახვილებთ ყურადღებას. არავინ უნდა დარჩეს მარტო და არავინ უნდა დარჩეს პროცესებს მიღმა, ვინც ერთ გზაზეა და ერთი გზა აქვს არჩეული. კანდიდატები და კანდიდატობის მსურველების გადადგმული ნაბიჯების განხილვა თანაბარი მიდგომით უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ ამ სემესტრში. საქართველოს უნდა ჰქონდეს ყოველთვის უნგრეთის იმედი, როდესაც საქმე ეხება ევროპულ პერსპექტივას“, - აცხადებს უნგრელი პოლიტიკოსი.

ამავე თემაზე