
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. დღის განმავლობაში ის უკვე შეხვდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს.
როგორც მათ თქვეს, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრებენ.
"ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ცხადია, ყოფილი პროკურორის სანქცირება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ასევე, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კორუფციის ფაქტები და ევროკავშირთან ინტეგრაცია ასევე მნიშვნელოვანია, რასთან დაკავშირებითაც, ცხადია, პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატში საუბარს ვისურვებდი"- ამბობს ლონდა თოლორაია.
