2023-09-18 17:29:53
რუსმა ოკუპანტებმა ავდიივკა და ტორეცკი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა და ტორეცკის შემოგარენი დაბომბეს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა ორი ადამიანი. დაზიანდა კერძო სახლები და მანქანა.
"გამოძიების თანახმად, დილის 7:30 საათზე რუსეთის ტერორისტულმა ძალებმა, სავარაუდოდ, არტილერიით დაარტყეს ტორეცკის ქალაქ სევერნიეს. მტრის ჭურვის აფეთქების შედეგად ველოსიპედით მოძრავი კაცი გარდაიცვალა. ამავდროულად, თავდასხმის დროს გარეთ იმყოფებოდა კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც გულმკერდის არეში ჭრილობა მიიღო.
გარდა ამისა, 11:45 საათზე რუსმა სამხედროებმა ავიდიივკაზე საჰაერო სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის საბრძოლო მასალები კერძო სექტორს მოხვდა. ამის გამო ქალი საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები