2023-09-18 15:06:38
საქალაქო სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი პატიმრობაში დატოვა. სხდომა დღეს, 18 სექტემბერს გაიმართა.
ბრალდებულის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები წარადგინა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში

კვირის ვიდეოები