2023-09-18 12:31:26
როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან -ბოხუას ცენტრის რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან -ბოხუას ცენტრის რეკომენდაციები

ვენების ვარიკოზული დაავადება ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, იგი მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

რისკის ფაქტორები

რო­გორც მრა­ვა­ლი სხვა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­რი­კო­ზის დროსაც დი­დი მნიშვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას. თუ და­ა­ვა­დებას ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში­ვე გა­მო­ვავ­ლენთ, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა საგ­რძნობლად გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა. ამი­ტომ გან­საკუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბით უნ­და იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან

პროფილაქტიკა

ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა ფე­ხის კუნთე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. სა­სარ­გებ­ლოა სი­ა­რული ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით, სირ­ბი­ლი, ცურ­ვა, კი­ბე­ზე ას­ვლა.

დროული დიაგნოსტიკა 

ბევრს მი­აჩ­ნი­ა, რომ დღის ბო­ლოს ფე­ხე­ბის დაღ­ლი­ლო­ბა, ტკი­ვი­ლიდა შე­შუ­პე­ბა ბუ­ნებ­  რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა, ექი­მე­ბი კი გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ასე არ არის. თუ ასე­თი რამ მხო­ლოდ მძი­მე სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის ბო­ლო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, დრო­ა, ექიმს მი­მარ­თოთ

კურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს

ანგიოლოგის  მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვე­და კი­დუ­რებ­ში ნორ­მა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის აღ­დგე­ნა­ა. და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში ოპერა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა შე­საძ­ლოა არც კი გახ­დეს სა­ჭი­რო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს ხა­რის­ხი­ა­ნი, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კომ­პრე­სი­ული ტრი­კო­ტა­ჟი ვე­ნო­მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კურ­სთან ერ­თად.

პერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში არ არის სასურველი მძიმეების აწევა.

პრეპარატები

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში  ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

ოპერაციის შემდგომ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აუცილებლად ატარონ კომპრესიული ტრიკოტაჟი.ეს შეიძლება იყოს წინდები, კოლგოტები ან ელასტიური ბინტები.ეს უკანასკნელი ქმნის წნევას ვენურ სისტემაზე,სტაბილურდება სისხლის მიმოქცევა ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

ამავე თემაზე