2023-09-15 19:46:49
პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი - ხოშტარია

ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენს მოხვდა და ისე მოხვდა, რომ ცალკე ფარცხალაძე კი არ დაისაჯა, მათ გვაჩვენეს პირამიდა, რომ ფარცხალაძე არის  სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ღალატის ერთ-ერთი მოქმედი პირი -  ეს განცხადება „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „დღის ამბებში“ გააკეთა.

ხოშტარიას თქმით, სახდეპის დოკუმენტმა და ფარცხალაძის დასანქცირებამ გამოააშკარავა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი მარტო ნამდვილად ვერ იმოქმედებდა და რომ ის ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის ერთ-ერთი საყრდენია. 

,,კარგად ვიცით, რომ პირამიდის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს თავისი სხვადასხვა საყრდენი. ერთი საყრდენი არის პრემიერი, ასევე, სუს-ი - ლილუაშვილი, ფარცხალაძე სხვა ტიპის დავალებებს ასრულებს და სხვა საყრდენებიც ოლიგარქიულ სისტემას გააჩნია. ივანიშვილის ერთ-ერთ საყრდენს მოხვდა და ისე მოხვდა, რომ ცალკე ფარცხალაძე კი არ დაისაჯა, მათ გვაჩვენეს პირამიდა, რომ ფარცხალაძე არის  სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ღალატის ერთ-ერთი მოქმედი პირი, იმიტომ, რომ მასშტაბი, როცა შენ საზოგადოებრივი აზრი უნდა შეცვალო, არის ძალიან დიდი. პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს ხოშტარია.   

ამავე თემაზე